მახინჯაურსა და განთიადში რამდენიმე ქუჩას წყლის მიწოდება შეეზღუდული აქვს

მახინჯაურში რეზერვუარის მშენებლობის ფარგლებში წყალმომარაგების მილების დაერთების სამუშაოების პროცესი ამინდის გაუარესების გამო გართულებულ პირობებში მიმდინარეობს. ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს“ შპს ,,ბათუმის წყლიდან“ აცნობეს.
კომპანიის ინფორმაციით მილების დაერთების ტექნიკური სამუშაოების დრომ გადაიწია და 17 თებერვალს, 03:00 საათზე დასრულდება.
რეაბილიტაციის პროცესის დასრულებამდე წყლის მიწოდება შეზღუდული აქვს: მახინჯაურის და განთიადის დასახლებას; თამარ მეფის გამზირს: #3-დან, #7-ის ჩათვლით;
მახინჯაურში მილებზე ტექნიკურ სამუშაოებს კომპანია „ეჯიტაში“ ასრულებს. წყალმომარაგების 1200 მმ-იან მილსადენზე სამუშაოების დასრულების შემდეგ, მახინჯაურის რეზერვუარის წყლით უწყვეტი წყალმომარაგება მოხდება.
შპს "ბათუმის წყალი" მოსახლეობას ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტის გამო.

























