მაჭახელას ხეობაში მცხოვრები მოსახლეობა პრემიერ-მინისტრს მიმართავს

მაჭახელას ხეობაში მცხოვრები მოსახლეობა პრემიერ-მინისტრს მიმართავს

მაჭახელას ხეობაში მცხოვრები მოსახლეობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართავს. მაჭახელას ხეობის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ჰესის მშენებლობის კატეგორიული წინააღმდეგები არიან. მათ პროტესტის ნიშნად ხეობაში აქცია გამართეს.

მათივე თქმით, ხეობაში გვირაბული ტიპის ჰესის მშენებლობას კომპანია „მაჭახელაჰესი“ გეგმავს.

მოსახლეობა ამბობს, რომ ჰესის მშენებლობა ხეობას ეკოლოგიურ საფრთხეს უქმნის და ცხოვრებისთვის საშიში იქნება.

შეკრებილთა განცხადებით, მათ არაერთი აქცია გამართეს და კიდევ გეგმავენ სამომავლოდ ფართომასშტაბიან აქციის გამართვას, ვიდრე პასუხისმგებელი ორგანოები საკითხით არ დაინტერესდებიან.