ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა მუშის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა მუშის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ავტომექანიკური ქარხნიდან აცნობეს, უბედური შემთხვევა ჰორიზონტალურ შიგმჩარხ დანადგარზე მეტალურგიული პროდუქციის დამუშავებისას მოხდა.
„ქუთაისის ავტომექანიკურ ქარხანაში საწარმოო პროცესის დროს მუშა გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა ჰორიზონტალურ შიგმჩარხ დანადგარზე მეტალურგიული პროდუქციის დამუშავებისას მოხდა. საწარმოს თანამშრომელი თეიმურაზ ბალავაძე, ყოველდღიურ საქმიანობას ასრულებდა, იგი მეტალურგიული პროდუქციის გაწმენდა- დამუშავებაზე მუშაობდა, რა დროსაც წინასწარი მონაცემებით, ჩარხმა ზედა კიდური დაუზიანა, ტრავმის სიმძიმის შედეგად ის ადგილზევე გარდაიცვლა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

























