ბათუმში, ორსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ბათუმში, ორსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ბათუმში, ბერიძის ქუჩაზე ორსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 300 კვ.მ ფართობი.

ადგილზე მუშაობდა 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.