სალომე ზურაბიშვილი ბოდბეში ნინოობასთან დაკავშირებით მიმდინარე წირვას ესწრება

სალომე ზურაბიშვილი ბოდბეში ნინოობასთან დაკავშირებით მიმდინარე წირვას ესწრება

ნინოობასთან დაკავშირებით ბოდბეში სადღესასწაულო მსახურება მიმდინარეობს. წირვას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან.

სადღესასწაულო წირვა-ლოცვას ეპარქიის მღვდელმსახურები და სხვადასხვა ეპარქიის მეუფეები აღავლენენ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს.