რუსთავში სამი ადამიანი ბუნებრივი აირით მოიწამლა

რუსთავში, კლდიაშვილის ქუჩაზე, სამი ადამიანი ბუნებრივი აირით მოიწამლა. შემთხვევა წუხელ მოხდა.სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ერთ ადამიანს დახმარება ადგილზე გაუწია, ორი კი კლინიკა „რუსთავში" გადაიყვანა. ამ დროისათვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილიურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
წინასწარი ინფორმაციით, ინტოქსიკაციის მიზეზი ბუნებრივი აირის გამათბობელი გახდა.

























