გორში საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავენ

გორში საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავენ

გორი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, სხვადასხვა ორგანიზაციებთან ერთად, საკუთარი სახლების აივნებიდან და ფანჯრებიდან მოსახლეობამაც გამოფინა ქვეყნის ეროვნული სიმბოლო.

„14 იანვარს საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის, ეროვნული და პიროვნული თავისუფლების უმნიშვნელოვანესი სიმბოლოსთვის ღირსი პატივის მიგების მიზნით საკუთარი სახლის ფანჯრებიდან, აივნებიდან, ღობეებიდან გადმოფინონ ან სახურავებსა და ავტომანქანებზე აღმართონ საქართველოს სახელმწიფო დროშა“, - რამდენიმე დღით ადრე მიმართა მოქალაქეებს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ.

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე 2012 წლიდან აღინიშნება.