აჭარაში „ტამიფლუს“ გაცემა დაიწყო

აჭარაში „ტამიფლუს“ გაცემა დაიწყო

პრეპარატ „ტამიფლუს“ გაცემა აჭარის რეგიონში დაიწყო. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.მოქალაქეებს რეცეპტის საფუძველზე მედიკამენტის მიღება შეუძლიათ ბათუმსა და ქობულეთში არსებულ შემდეგ ფარმაცევტულ აფთიაქებში: ბათუმი - აფთიაქი „ფარმადეპო“ მის: ინასარიძის N14; აფთიაქი „ჯი-პი-სი“ მის: გორგილაძის N66; აფთიაქი „პე-ეს-პე“ მის: ჭავჭავაძის ქ. N 46; ქობულეთი აფთიაქი „პე-ეს-პე“ მის: აღმაშენებლის ქ.N 4; აფთიაქი „პე-ეს-პე“ მის: აღმაშენებლის ქ.N 159

პრეპარატის გამცემი აფთიაქების ჩამონათვალი იზრდება, მოქალაქეს ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება შუძლია ნომერზე -15 05.

ანტივირუსულ მედიკამენტ „ტამიფლუს“ უფასოდ მიღება ფორმა N100-ის საფუძველზე შეუძლიათ აჭარის ა/რ საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში: სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, ორსულებს, ბავშვებს, ასაკით პენსიონერებს, გულსისხლძარღვთა, დიაბეტით, ონკოლოგიური და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე მოქალაქეებს.