ხელვაჩაურში, სოფელ მახვილაურში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა

ხელვაჩაურში, სოფელ მახვილაურში ავტობანის მშენებლობის გამო, სოფელთან მისასვლი გზის დაზიანებას მოქალაქეები აპროტესტებენ. სოფლის მცხოვრებლების თქმით, მძიმე ტექნიკის გადაადგილებამ სოფლის გზა დააზიანა და მათ გადაადგილება უჭირთ.
სოფელ მახვილაურის მცხოვრებლებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. მოგვიანებით, კი სამართალდამცავების თხოვნით სოფელთან მისასვლელი გზის გადაკეტვა შეწყვიტეს. აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ თუ მათი მოთხოვნის გათვალისწინება არ მოხდება, აქციებს კვლავ გამართავენ.
ხელვაჩაურის მერიაში აცხადებენ, რომ საკითხის შესწავლა და ავტობანის მშენებელ კომპანიასთან დიალოგი გაიმართება. მათი ინფორმაციით, სოფელში გადასაადგილებლად სპეციალური ბილიკი მოეწყობა.

























