„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს, 9 იანვარს, გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს, 9 იანვარს, გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს, ელექტროენერგიის მიწოდება 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეუწყდება მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: წეროვანი, ნატახტარი, ჩარდახი, გოროვანი, სხალტბა, მისაქციელი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

























