„ნაცმოძრაობის" წევრი აჭარის მთავრობის აპარატის ხელმძღვანელს და აჭარის საგზაო დეპარტამენტს საჯარო ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს

„ნაცმოძრაობის" წევრი აჭარის მთავრობის აპარატის ხელმძღვანელს და აჭარის საგზაო დეპარტამენტს საჯარო ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრი რეზო ხარაზი აჭარის მთავრობის აპარატის ხელმძღვანელ არჩილ ჩიქოვანს და აჭარის საგზაო დეპარტამენტს საჯარო ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს.

როგორც რეზო ხარაზმა განაცხადა, არჩილ ჩიქოვანი აჭარის საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელობას აიძულებს ინფორმაცია დამალოს, კერძოდ, აჭარის საგზაო დეპარტამენტის მიერ 2018 წელს შესრულებული სამუშაოების შესახება.

რეზო ხარაზის ინფორმაციით, ოპოზიციას დეპარტამენტიდან საჯარო ინფორმაცია სრულყოფილად არ მიაწოდეს. ის აუდიტის სამსახურს საქმის შესწავლისკენ მოუწოდებს.