რუსთავში დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

რუსთავში, დავით კლდიაშვილის სახელობის სკვერში, ახალგაზრდებს შორის ფიზიკური დაპირისპირების დროს დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის მკურნალობას კლინიკა ,,რუსთავში" გადის. ექიმების ინფორმაციით, მამაკაცი ბარძაყის არეში იყო დაჭრილი, შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა, ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა, რა დროსაც ერთ-ერთი ფეხის არეში დაიჭრა.
როგორც ,,ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რას ჯანმრთელობის განზრახ, ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენებას გულისხმობს. დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი უკვე იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

























