ქუთაისში შობის მახარობლებმა ალილოს აღნიშვნა დილიდან დაიწყეს

ქუთაისში შობის მახარობლებმა ალილოს აღნიშვნა დილიდან დაიწყეს. შობის მახარობლებს ადგილობრივი თვითმმართველობის შენობასთან ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია იმერეთის გუბერნიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა და საშობაო ნობათი გადასცა.
შობის მახარობლები ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ დალოცა. ნობათი წყალწითელას მოხუცთა პანსიონატსა და სხავადასხვა დღის ცენტრებს გადაეცემა.

























