თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტლახში პოლიციელზე თავდასხმა მოხდა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტლახში პოლიციელზე თავდასხმა მოხდა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტლახში პოლიციელზე თავდასხმა მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პირმა მაღაზიაში მყოფი პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა და მიიმალა. ადგილობრივების ვარაუდით, უცნობი პირი მაღაზიის დაყაჩაღებას ცდილობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ყაჩაღობის ფაქტს არ ადასტურებენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. პოლიციას ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებული ჰყავს და დასაკავებლად აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამოძიება 353-ე პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. შემთხვევა 5 იანვარს ღამის საათებში მოხდა.