კომპანია Metro-ს წარმომადგენლებმა ისრაელში საქმიანი შეხვედრები გამართეს

კომპანია Metro-ს წარმომადგენლებმა ისრაელში საქმიანი შეხვედრები გამართეს

კომპანია Metro-ს დირექტორი საერთაშორისო მარკეტინგის საკითხებში კაილ ინანი და Metro Atlas-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი რაულ კახაძე 4 დღით ისრაელში იმყოფებოდნენ. პრესსამსახურის ინფორმაციით, კომპანიის ხელმძღვანელები ისრაელში ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით ჩავიდნენ.

"ვიზიტის მნიშვნელოვანი ნაწილი მიეძღვნა ტურისტული ინდუსტრიის განვითარების და საქართველოში, კერძოდ, ბათუმში ისრაელის ტურისტული სააგენტოებისთვის პროცედურების გამარტივების საკითხებს. ბატონებს ინანს და კახაძეს გულთბილად დახვდნენ ისრაელელი კოლეგები, როგორც ოფიციალურ, ასევე არაოფიციალურ დონეზე.ვიზიტის მიზანი იყო ტურისტული ბაზრის გაფართოება და დივერსიფიკაცია, ასევე, ოფიციალური და საქმიანი დელეგაციების ვიზიტების გახშირება. ბიზნესმენებმა კომპანია Metro-დან შეატყობინეს დაინტერესებულ პირებს, რომ ისინი მზად არიან მოახდინონ ღონისძიებების ორგანიზება. ვიზიტის ფარგლებში კომპანიის წარმომადგენლები შეხვდნენ, პრეზიდენტის მრჩეველს, დიასპორის მინისტრ სოფა ლანდვერს. შეხვედრები გაიმართა პარლამენტშიც", - აცხადებენ პრესსამსახურში.