აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ბათუმში ქარის შედეგად დაზარალებულებიდან ერთის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ერთი კი შედარებით მძიმედაა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ბათუმში ქარის შედეგად დაზარალებულებიდან ერთის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ერთი კი შედარებით მძიმედაა

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, ბათუმში ქარის შედეგად დაზარალებულებიდან ერთის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ერთი კი შედარებით მძიმედაა. მისივე თქმით, ორივე პაციენტს შესაბამისი კვლევები უტარდება.

„შემთხვევის დროს დაზარალდა 2 მოქალაქე, რომლებიც კლინიკებში არიან გადაყვანილნი. 53 წლის მამაკაცს პოლიტრავმით, რომელიც იმყოფება ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში, ჩაუტარდა როგორც ექოსკოპიური, ასევე ტომოგრაფიული კვლევები. იგი გადაყვანილია ემერჯენსში მკურნალობის შემდგომი ტაქტიკის განსაზღვის მიზნით. მისი მდგომარეობა საშუალოდ რთულია. მეორე პაციენტს, რომელიც გადაყვანილია ონკოლოგიურ ცენტრში, აქვს თავის ტვინის დახურული ტრავმა, ჩაუტარდა პირველადი კვლევა და გადაყვანილია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სადაც მიმდინარეობს დამატებითი კვლევები და მკურნალობა. ამ პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა“, - აღნიშნა მიქელაძემ.

ძლიერი ქარის გამო, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, 9 სართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავიდან თუნუქის ფურცლები ჩამოვარდა, რის შედეგადაც დაშავდა ორი მოქალაქე და დაზიანდა ორი ავტომანქანა.