ქუთაისში თბილისის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

ქუთაისში თბილისის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქალაქში თბილისის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა. მათივე ცნობით, რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად გამოიცვალა სანიაღვრე ქსელი, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, დამონტაჟდა ახალი სანათები და ყველა საკომუნიკაციო ქსელი მიწის ქვეშ განთავსდა.

პროექტი 1 მილიონ ლარზე მეტი ღირებულებისაა და სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ,,საქმილ სადენ მშენმა" განახორციელა.

ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.