ქუთაისის მერმა ახალ წელს დაბადებული პირველი ახალშობილი მოინახულა

ქუთაისის მერმა  ახალ წელს დაბადებული პირველი ახალშობილი მოინახულა

2019 წელს ქალაქ ქუთაისში პირველი ახალშობილი 00:05 საათზე დაიბადა. ახალშობილი თომა ჯალაღანიაა, რომელიც ქუთაისის#3 სამშობიარო სახლში გაჩნდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერიიდან აცნობეს, იმავე დღეს ქალაქის სხვადასხვა სამშობიაროში სულ 8 ბავშვი დაიბადა.

მათი ინფორმაციით, ახალშობილი თომა ჯალაღანია და დედა ნათია ჯაბუა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მოინახულა. ქუთაისის მერიის გადაწყვეტილებით, ყველა ბავშვი, ვინც პირველ იანვარს დაიბადა, გარკვეულ თანხას მიიღებს. ამისათვის ადგილობრივ ბიუჯეტში 5 000 ლარია გათვალისწინებული. აღნიშნული თანხა თითოეულ მათგანზე თანაბრად გადანაწილდება.