„ქუთგანათების სერვისმა“ მიმდინარე წელს დიოდური სანათები 44 ქუჩაზე დაამონტაჟა

მიმდინარე წელს „ქუთგანათების სერვისის“ მიერ ძველი 150-ვატიანი ნათურები, ახალი ე.წ. LED ტიპის 90 ვატიანი სანათებით 44 ქუჩაზე შეიცვალა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერიიდან აცნობეს, ჯამში 1500 ცალი დიოდური სანათი დამონტაჟდა, რამაც ელექტროენერგიის ნაკლები დანახარჯი გამოიწვია.
„განხორციელდა ქალაქში არსებული 15 მინი-მოედნისა და 8 მინი-სკვერის ღამის განათების აღდგენა, აქედან 4 სკვერში ფერადი განათებები დამონტაჟდა. ასევე განათდა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში არსებული შენობების ფასადები.
ა(ა)იპ ,,ქუთგანათების სერვისმა“ ნიკეასა და ლომოურის ქუჩების გზაჯვარედინზე ახალი შუქნიშანი მოაწყო, რომელიც მარჯვნივ და მარცხნივ მოხვევის დამატებითი სექციითა მოწყობილი და გზაჯვარედინისა და სავალი ნაწილების გადაკვეთას მოაწესრიგებს.
ა(ა)იპ,,ქუთგანათების სერვისის“ დახაზვების განყოფილების მიერ ერთკონტურიანი, ორკონტურიანი, წყვეტილი, შეჩერების ხაზები 28 ქუჩაზე, ხოლო, ქვეითთა მოსიარულეთა გადასასვლელები 32-მდე ქუჩაზე დაიხაზა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

























