აჭარაში, ევროპის მოედანზე საახალწლო გალა-კონცერტი გაიმართება

აჭარაში, ევროპის მოედანზე საახალწლო გალა-კონცერტი გაიმართება

აჭარაში, ევროპის მოედანზე, 23:00 საათზე საახალწლო გალა-კონცერტი დაიწყება. კონცერტში ადგილობრივი ჯგუფები და შესრულებლები; ბათუმის ჯაზ ბიგ ბენდი, ქალთა კამერული გუნდი, ნიკო ბერიძე, აჩიკო გოგიტიძე, გიორგი ნაკაშიძე, სანდრო კურცხალიძე, ავთო აბესლამიძე, მორის მელაძე, სალომე კალანდაძე, სულხან დევაძე, ანრი გუჩმანიძე, ნანუკა მიქაძე, ქრისტი შუშაძე მიიღებენ მონაწილეობას. ასევე, სხვადასხვა მუსიკალურ ნომრებს შეასრულებს ჯგუფი “მარტივი გამოსავალი“ („გამოუვალი მდგომარეობა“).

ევროპის მოედანზე მთავარ ნაძვის ხესთან გასართობი ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს. როგორც ბათუმის მერიაში განაცხადეს, ბავშვების განწყობაზე სანტა და ანიმატორები იზრუნებენ.

ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით ზღვისპირა ქალაქში გრანდიოზული ფოიერვერკიც მოეწყობა.

იხილეთ ვიდეო: ბათუმში წინასაახალწლო სამზადისი მიმდინარეობს - გალაკონცერტი ზღვისპირა ქალაქში 23 საათზე დაიწყება