სოფელ ჩიბათში სკვერი-ბიბლიოთეკა გაიხსნა

სოფელ ჩიბათში სკვერი-ბიბლიოთეკა გაიხსნა

ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათს ესტუმრა და სკვერი-ბიბლიოთეკა გახსნა. ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.

„ამას წინათ შესანიშნავ მასწავლებელს, ლადო აფხაზავს, შევპირდით და აი, სოფელ ჩიბათში ვართ. ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ამ ბრწყინვალე მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის სკვერის ბიბლიოთეკა მოაწყო“,- განაცხადა გიორგი კეკელიძემ.