ხაშურელმა ბავშვებმა საახალწლო საჩუქრები მიიღეს

ხაშურელმა ბავშვებმა საახალწლო საჩუქრები მიიღეს

ხაშურში მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებისა და შშმ ბავშვთა დღის მოვლის ცენტრის ბენეფიციარებმა საახალწლო საჩუქრები მიიღეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ხაშურის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლებისგან გამოგზავნილი ტკბილეული და საყოფაცხოვრებო ნივთები პატარებს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა მერიის წარმომადგენლებთან ერთად გადასცა. ბავშვებმა ტკბილეული საჩუქრად მერიისგანაც მიიღეს.

„მზრუნველობამოკლებულ პატარებზე ზრუნვა თითოეული მოქალაქის მოვალეობაა. სახელმწიფო ბევრს აკეთებს და სამომავლოდაც ბევრს გააკეთებს მათთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შესაქმნელად“, - აღნიშნეს საქველმოქმედო აქციის მონაწილეებმა.