ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების ჰიდროგრაფიული ხომალდი ბათუმის პორტში შევა

ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების ჰიდროგრაფიული ხომალდი „HMS ECHO-“ 29-30 დეკემბერს ბათუმის პორტში შევა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოდან აცნობეს.
მათივე განცხადებით, აღნიშნულით, დიდი ბრიტანეთი გამოხატავს შავი ზღვის უსაფრთხოების მტკიცე მხარდაჭერას.
„ბრიტანული ხომალდის ვიზიტი საქართველოში, ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთოების სფეროში არსებული წარმატებული და მრავლისმომცველი ურთირთობების კიდევ ერთი დასტურია. „HMS ECHO-ს“ შავი ზღვის აკვატორიაში შემოსვლა უკავშირდება დიდი ბრიტანეთის მიერ საერთაშორისო წყლებში თავისუფალი ნავიგაციის პრინციპების მხარდაჭერას. აღნიშნული ვიზიტით, დიდი ბრიტანეთი გამოხატავს შავი ზღვის უსაფრთხოების მტკიცე მხარდაჭერას“, - ნათქვამია განცხადებაში.

























