ჩხოროწყუს პოლიციის უფროსი ჯუმბერ იზორია სამსახურში აღადგინეს

ჩხოროწყუს პოლიციის უფროსი ჯუმბერ იზორია სამსახურში აღადგინეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროში დაუდასტურეს.
თავად ჯუმბერ იზორია აღნიშნავს, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდა.
ჩხოროწყუს პოლიციის უფროსმა ჯუმბერ იზორიამ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე ოქტომბერში დატოვა. იზორიას განმარტებით, მის მიერ პოსტიდან გადადგომა იმ ბრალდებებს უკავშირდებოდა, რომელიც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში გაჟღერდა. სიუჟეტში საუბარი იყო ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოტანილი კონტრაბანდული სიგარეტის გაყიდვაზე.
ჯუმბერ იზორია კონტრაბანდულ სიგარეტის გაყიდვასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფდა.

























