ადგილობრივების ინფორმაციით, ხონში, სოფელ გუბში ორი ოჯახი გაქურდეს

ადგილობრივების ინფორმაციით, ხონში, სოფელ გუბში ორი ოჯახი გაქურდეს

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბში ორი ოჯახი გაქურდეს. ადგილობრივების თქმით, ამ დრომდე დაუდგენელი პირები სახლებში შევიდნენ და წაიღეს თანხა, ტელევიზორი და ტანსაცმელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მხოლოდ ერთ შემთხვევას ადასტურებენ. მათი ინფორმაციით, სოფელ გუბში ერთი ოჯახი გაქურდეს, გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.