„ენერგო-პრო ჯორჯია“ - მაღალი ძაბვის სარემონტო ბრიგადები ზემო იმერეთში მთელი ღამის განმავლობაში და ახლაც საგანგებო რეჟიმში მუშაობენ

მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზზე „კაცხი“ ავარიული კერები დაფიქსირდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს. აღნიშნული ხაზი ელექტროენერგიით ამარაგებს მთლიანად საჩხერისა და ჭიათურის რაიონებს. მომავალ სადღესასწაულო დღეებში, აღნიშნულ რაიონებში ავარიული შეზღუდვების თავიდან აცილების მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ატარებენ კომპლექსურ სარემონტო სამუშაოებს.
მათივე ინფორმაციით, წუხელ, მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდება არ შემწყდარა, რადგან მათი ენერგომომარაგება ალტერნატიული მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზ „შქმერით“ ხორციელდებოდა. სამუშაოები გაგრძელდება ავარიული წერტილების სრულ რეაბილიტაციამდე.

























