ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან მეხანძრეები იყვნენ მობილიზებული

ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან მეხანძრეები იყვნენ მობილიზებული

რუსთავში, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადა იყო მობილიზებული. არსებული ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველები ადგილზე 112-ზე ხანძრის თაობაზე შესული შეტყობინების საფუძველზე გავიდნენ, თუმცა ხანძარი არ დადასტურდა. ტერიტორიის და შენობის დათვალიერების შემდეგ ბრიგადამ იქაურობა დატოვა.

სავარაუდოდ, გათბობის სისტემის საკვამურიდან ასული ორთქლი მოქალაქეს კვამლი ეგონა და საგანგებო სიტუაციების სამსახურში დარეკა.