ქუთაისში ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებას ითხოვენ

ქუთაისში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებას ითხოვენ.ცენტრალურ ბულვარში, 9 აპრილის მემორიალთან მოქალაქეები შეიკრიბნენ და ხელისუფლებას ქვეყნის პირველი პრეზიდენტის მკვლელობის გამოძიების დაჩქარებისკენ მოუწოდეს. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, 1991–1992 წლების მოვლენები შეფასდეს, როგორც ხელისუფლების დამხობა.
"1991-92 წლების მოვლენები კანონიერი ხლისუფლების დამხობად უნდა შეფასდეს. ამასთან, დაჩქარდეს და რეალური გამოძიება ჩატარდეს, რადგან თაროზე არ იყოს შემოდებული გამსახურდიას მკვლელობის საქმის მასალები", - განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.
იხილეთ ვიდეო: ქუთაისში ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიებას ითხოვენ

























