აბაშის, ხობის და მარტვილის მუნიციპალიტეტების აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ

აბაშის, ხობის და მარტვილის მუნიციპალიტეტების აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ.როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემიდან აცნობეს, ქვესადგურში „მენჯი-220“ მიმდინარე გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება აბაშის, ხობის და მარტვილის მუნიციპალიტეტების აბონენტებს 24, 25 და 26 დეკემბერს, 00:00 საათიდან 08:00 საათამდე შეეზღუდებათ.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მომხმარებელს აღნიშნული შეფერხების გამო ბოდიშს უხდის.

























