ბათუმში ალეკო ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობის" წარმომადგენლობის პრეზენტაცია გაიმართა

ბათუმში ალეკო ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობის" წარმომადგენლობის პრეზენტაცია გაიმართა. მოძრაობის აჭარის რეგიონს პოეტი გენრი დოლიძე უხელმძღვანელებს.
როგორც ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, აჭარა პირველი რეგიონია, სადაც სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლობის პრეზენტაცია გაიმართა.
„ჩვენ გვინდა, რომ ბათუმის წარმომადგენლობა იყოს აჭარის მოსახლეობის სამსახურში, ვისაც არა აქვს იმის რესურსი, რომ ხელისუფლებას მიაწვდინოს ხმა, აქ მოვა და ჩვენ დავეხმარებით ამაში. ხალხის პრობლემებს რომ გამოვიტანთ სააშკარაოზე, ერთობლივად რომ მოვითხოვთ, ვაიძულებთ ხელისუფლებას იზრუნოს მოქალაქეების პრობლემებზე", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

























