ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერებმა აქცია გამართეს

ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას თანამოაზრეებმა და მხარდამჭერებმა აქცია გამართეს. ისინი გამსახურდიას ძეგლთან შეიკრიბნენ და პირველი პრეზიდენტის მკვლელობის გამოძიება მითხოვეს.
„ჩვენი მოთხოვნაა გამსახურდიას მკვლელობის გამოძიება, მკვლელობისა და დამკვეთების დასჯა. კითხვის ნიშნები არ უნდა იყოს. ბოლომდე მხარს ვუჭერთ ძმებ გამსახურდიების მოთხოვნას“, - თქვა ეროვნული გვარდიის ყოფილმა სარდალმა ლოთი ქობალიამ.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში აქციებს კიდევ გამართავენ.

























