ქართული პრესის მიმოხილვა 21.12.2018

"შერჩევითი სამართალი" და "სამაგალითო დასჯა": კირკიტაძის პატიმრობაში დატოვებას იურისტები აფასებენ
ნავთობი დიდი ხანი აღარ გაძვირდება
"შერჩევითი სამართალი" და "სამაგალითო დასჯა": კირკიტაძის პატიმრობაში დატოვებას იურისტები აფასებენ
“შერჩევითი სამართალი და სამაგალითო საჩვენებელი დასჯა - ასე აფასებენ ოპოზიციის ლიდერები დავით კირიკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას. იურისტები კი ამბობენ, სს კოდექსში ნათლად არის გაწერილი, რომ მოსამართლემ წაინასწარი პატიმრობის ფორმა განსაკუთრებულ და უკიდურესად აუცილებელ შემთხვევაში უნდა გამოიყენოს. იურისტებიდ თქმით, კირიკიტაძის საქმიდან და ბრალდებიდან გამომდინარე ეს აუცილებლობა არ არსებობდა. აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის შუამდგომლობას კი პროკურატურა ბრალდებულის მხრიდან გირაოს გამოყენების პირობის დარღვევით ასაბუთებს. როგორც საქმის პროკურორმა განმარტა, დავით კირკიტაძეს 2015 წელს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ჰქონდა გირაო, თუმცა მან ჩაიდინა დამატებით დანაშაული, რის გამოც დადგა მისი პატიმრობის აუცილებლობა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "შერჩევითი სამართალი" და "სამაგალითო დასჯა": კირკიტაძის პატიმრობაში დატოვებას იურისტები აფასებენ
"პროკურატურამ მიმართა შუამდგომლობით სასამართლოს, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით დავით კირკიტაძის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო პატიმრობა. ჩვენ აღნიშნულს ვასაბუთებდით შუამდგომლობაში აღწერილი გარემოების მიხედვით. მას 2015 წელს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ჰქონდა გირაო 10 ათასი ლარი ოდენობით. მან დაარღვია გირაოს გამოყენების პირობა, იმხილება ახალი დანაშაულის ჩადენაში,“ - თქვა პროკურორმა. კირკიტაძის ადვოკატები, სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით 48 საათში გაასაჩივრებენ. უფლებადამცველები დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ელოდებიან. „სიმბოლური იყო, რომ მოსამართლემ ადგილზე თათბირით გამოიტანა გადაწყვეტილება. ესეც ბევრის მეტყველია - მაშინ, როცა დაცვამ წარუდგინა უამრავი ახალი ინფორმაცია, წარუდგინა 30-მდე დეპუტატის თავდებობის წერილი, რომელიც მინიმუმ გაანალიზებას საჭიროებდა. ძნელი წარმოსადგენია, რას დაუდებს პატიმრობის გამოყენებას, რომ თუ არა პატიმრობა კირკიტაძე მიიმალებოდა, ან ზეწოლას მოახდენდა მოწმეებზე, მაშინ როცა ყველა მოწმე პოლიციის თანამშრომელია. ის ბრალდება, რასაც ედავებიან, აღბეჭდილია ვიდეოკადრში,“- ამბობს ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი“, - აღნიშნავს გამოცემა.
"სასამართლოს კი დავით კირკიტაძემ შემდეგი სიტყვებით მიმართა: „ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის სტანდარტი“ - ასე აფასებს ის იმ ბრალს, რომელიც მას ველისციხეში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე წარედგინა. კირკიტაძე ამბობს, რომ ის გომბორის უღელტეხილზე მდგომ პოლიციელთა მოთხოვნას დაემორჩილა, რაც იმის დასტურია, რომ სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის განზრახვა არ ჰქონია. მისი თქმით, ველისციხეში პოლიცია უკანონოდ მოქმედებდა. „როდესაც პოლიცია მოვა და უკანონო ქმედებას ჩაიდენს, მას წინააღმდეგობა არ უნდა გაუწიო. ესეც სტანდარტია, ოღონდ ჩრდილო კორეის, რუსეთის და იმ ქვეყნების, რომელ ქვეყნებშიც ცხოვრება მე არ მინდა... რაც დაგვხვდა ველისციხეში ის იყო უკანონობა,“- განაცხადა კირკიტაძემ სასამართლო დარბაზში. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კახა ოქრიაშვილი კირკიტაძისთვის საპატიმრო სასჯელის შეფარდებას კრიტიკულად აფასებს. მისი თქმით, კირკიტაძის წინააღმდეგ სამართლებრივი რეაგირება უნდა მომხდარიყო, თუმცა ამ ტიპის მკაცრი აღკვეთის ღონისძიება გამართლებულად არ მიაჩნია. მან ასევე გაიხსენა ბოლო პერიოდში საჯარო მოხელეებზე მომხდარი თავდასხმები, რომელში მონაწილე პირებსაც სასამართლომ არასაპატიმრო სასჯელი შეუფარდა და სწორედ აქედან გამომდინარე მიიჩნევს, რომ კირკიტაძესაც ან გირაო ან შინაპატიმრობა უნდა შეფარდებოდა“, - განაგრძობს გამოცემა.
"იურისტი ლევან ალაფიშვილი კი "რეზონანსთან“ ამბობს, რომ მიუხედავად წარდგენილი ბრალისა, კირკიტაძის საპატიმროში დატოვება სამართლებლივად მიუღებელია, რადგან ეს უკიდურესი ღონისძიებაა და თავისი შინაარსით სასჯელს არ უნდა დაემსგავსოს. მისი თქმით, ეს არის ევროპული სტანდარტი და მგსავსი ბრალდების დროს, მოსამართლეები აღკვეთის სახით პატიმრობის შეფარდებას იშვიათად იყენებენ. „არავინ არ დაობს იმაზე, რომ პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა ან ფიზიკური შეურაცხყოფა დანაშაულია. თუმცა დანაშაულის დასჯის ფორმებიც ხომ ადეკვატური უნდა იყოს. მოსამართლეს ბრალდებიდან გამომდინარე არ ჰქონდა საფუძველი, რომ ის პატიმრობაში დაეტოვებინა. სისხლის სამართლის კოდექსში ნათლად არის გაწერილი, რომ პატიმრობა, როგორც აღკვეთი ღონისძიება უკიდურეს შემთხვევაში უნდა იყოს გამოყენებული. მოსამართლეს სრულიად თავისუფლად შეეძლო ან გირაო ან შინა პატიმრობა შეეფარდებინა. ასეთ შემთხვევაში, როდესაც პროკურატურა მაინც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას უფარდებს, ეს უფრო დასჯის დემონსტრირება იყო. მითუმეტეს წინა დღეებში გაკეთებულ გახარიას განცხადებებს თუ გავიხსენებთ, რომ ის პოლიციას არავის დააჩაგვრინებს. მესმის დანაშაული და ამაზე არავინ არ ვდაობთ, თუ კრიკიტაძემ დანაშაული ჩაიდაინა მან პასუხი უნდა აგოს, თუმცა კანონით სრულიად თავისუფლად შეეძლოთ, რომ მისთვის პატიმრობა არ აღეკვეთათ“, - აცახდებს ალაფიშვილი „რეზონანსთან“. მისივე თქმით, მოსალოდნელი იყო, რომ ეს ე.წ. დამსჯელი ღონისძიება იქნებოდა, რადგანაც იგივე პოლიციელის ცემისთვის და წინააღმდეგობის გაწევისთვის სხვა საქმეებზე აღკვეთის სახით პატიმრობა შეფარდებული არ ყოფილა. რაც შეეხება გირაოს დარღვევას, რომელიც არგუმენტად პროკურატურამ მოიყვანა, ალაფიშვილი ამბობს, რომ ეს უფრო თავის მართლებას ჰგავს, რადგანაც 2015 წლიდან ამ გირაოს წესით თავისი ვადები აქვს და ასეთ შემთხვევაშიც ეს მყარი არგუმენტი ვერ იქნება“, - დასძენს გამოცემა.
"იურისტი გელა ნიკოელიშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ წინასწარ პატიმრობაში ადამიანის დატოვებას თავისი საფუძვლები აქვს. ამ დროს რელურად არ იხილება პირმა დანაშაული ჩაიდინა თუ არა, იქ საუბარია, რომ ადამიანი, რომელიც დაკავებულია, ხომ არ დაემალება გამოძიებას, შეიძლება თუ არა, რომ მტკიცებულებები გაანადგუროს და ახალ დანაშაულს ხომ არ ჩაიდენს. „მსგავსი დანაშაულის დროს ეს კანონშიც წერია და ევროპული სტანდარტიც ასეთია, რომ უფრო გირაოს ან თავდებობას უნდა იყენებდნენ. მართალია, მას 30 დეპუტატი თავდებში ჩაუდგა, მაგრამ ჩვენთან ამას მაინც ნაკლებ ყურადღებას აქცევენ, რადგანაც თუ პირმა თავდებობის დროს რამე დააშავა, თავმდებელი ამ შემთხვევაში პასუხს არ აგებს. თუმცა კანონი რადგანაც ითვალისწინებს, ესეც არგუმენტია. ზოგადად მარტო კირკიტაძესთან დაკავშირებით არ ხდება მსაგვსი რამ. 90%-ი საქმეების დროს, მოსამართლე პატიმრობას იყენებს. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი პრეცედენტია. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მოსამართლეები პროკურატურის წინააღმდეგ წასვლას თავს არიდებენ. კანონი პირდაპირ ამბობს, რომ თუ რამე განსაკუთრებული შემთხვევა ან აუცილებლობა არ არის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ნაკლებად გამოიყენეთ. კირკიტაძის საქმეში რაიმე განსაკუთრებული არ ყოფილა, მესმის, პოლიციელის შეურაცხყოფა უკვე მძიმე დანაშაულია და მას 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაემუქროს, მაგრამ მაინც არ არის ისეთი კატასტროფა, რომ ის პატიმრობაში დარჩენილიყო. მითუმეტეს კირკიტაძისთვის არ უნდა მიეცათ პატიმრობა, რადგანაც მას პოლიტიკური სარჩელი დაედებოდა და თავად პროკურორების ინტერესშიც ეს უნდა ყოფილიყო“, - წერს სტატიის ავტორი.
ნავთობი დიდი ხანი აღარ გაძვირდება
"მსოფლიო ბაზარზე ნედლი ნავთობის ფასი შეუჩერებლივ იკლებს. 1 ბარელის ფასი უკვე 55 დოლარის ფარგლებშია და ანალიტიკოსები კლებას კიდევ ვარაუდობენ. ტენდენცია ნაწილობრივ აისახა ქართულ ბაზარზეც და ავტოგასამართ სადგურებზე საწვავი ცოტათი გაიაფდა, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ შემცირება არ არის გლობალური ტენდენციისა და რეალობის ადეკვატური. ამერიკაში, ერთი მხრივ, ნავთობის მარაგი გაიზარდა, ხოლო, მეორე მხრივ, ბაზარზე მიწოდების მაჩვენებელმა მოიმატა, რამაც მყისიერი გავლენა მოახდინა ბირჟებზე. მეორე ფაქტორი, რამაც ნედლი ნავთობის გაიაფება გამოიწვია, არის ოპეკისა და რუსეთის ერთობლივი გადაწყვეტილება, მიწოდება გაეზარდათ ბაზრისათვის. ოპეკი ბოლო რამდენიმე წელი მოპოვების შემცირებით ცდილობდა ფასის რეგულირებას. ახლა არსებული შეთანხმება, ფაქტობრივად, გაუქმებულია და ოპეკის მთავარმა მოკავშირე რუსეთმა გაზარდა დღიური მიწოდება სანავთობო ბაზარზე, რამაც პოზიტიურად იმუშავა ფასის შემცირების მიმართულებით. შედეგად ფასმა 85 დოლარიდან 55-მდე დაიწია“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ნავთობი დიდი ხანი აღარ გაძვირდება
"კომპანია "ფინექს 1970"-ის ანალიტიკოსი ნიკა შენგელია მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის კიდევ უფრო დაკლებას ვარაუდობს. სამომავლოდ ეს საქართველოზე დადებითად აისახება არა მხოლოდ საწვავის ფასის, არამედ ეროვნული ვალუტის კურსისა და ექსპორტ-იმპორტის უარყოფითი სალდოს შესამცირებლადაც.ნავთობის ფასი 52 დოლარამდე დაიწევს, როგორც სექტემბრიდან მოყოლებული ვამბობდით. ამ ნიშნულზე ცოტა ხნით შენარჩუნდება, შემდეგ კი უკვე უნდა ველოდოთ პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, მოიწონებს თუ არა ფასს და დარჩება თუ არა ის განივ ტრენდს. რაც შეეხება საქართველოს, ნავთობზე ფასის შემცირება გამოიწვევს იმ დიდი, უარყოფითი სალდოს შემცირებას, რაც გვაქვს იმპორტ-ექსპორტის კუთხით. ეს წაადგება როგორც ეროვნულ ვალუტას, ისე სავაჭრო ბალანსს და საბოლოოდ დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე, თუ, რა თქმა უნდა, მთავრობა მიხედავს იმ კარტელს, რომელსაც ნავთობპროდუქტების სფეროში ვხვდებით და რომლის გამოც ფასი ხელოვნურია", - აცხადებს "რეზონანსთან" შენგელია“, - აღნიშნავს გამოცემა.
"ტრანსლოგისტიკის" დირექტორი, ბიზნესის ანალიტიკოსი ჯაბა თარიმანაშვილიც ადასტურებს, რომ მსოფლიო ბაზარზე ფასის მატება მოსალოდნელი არ არის და 50 აშშ დოლარის ფარგლებში ფასი რამდენიმე წელი შენარჩუნდება. ფასი, რომელიც მსოფლიო ბაზარზე შეუქცევადად იკლებს, დიდხანს შენარჩუნდება. ნავთობმომპოვებლებზე დაკვირვებით ასეთ პროგნოზს გამოთქვამს სავალუტო ფონდი, რომ ფასი ახლანდელ და უფრო დაბალ ნიშნულზეც ჩამოვა. რასაკვირველია, არავის აქვს მოლოდინი, რომ კლება 25 დოლარი იქნება, მაგრამ დღევანდელი ფასიდან 5-10 დოლარის დიაპაზონში იმერყევებს. ეს განპირობებულია ალტერნატიული ენერგეტიკული წყაროების პოპულარობითა და მიმზიდველობით, რაც უფრო და უფრო ხელმისაწვდომი ხდება. ამას ემატება ისიც, რომ ირანს სანქციები აიძულებს ფასის მაღლა აწევას. ეს ოპეკის მიზანია - ნაკლების მოპოვება და უფრო ძვირად გაყიდვა. ირანი კი ამას ხელს უშლის, რადგან მას სხვა პრიორიტეტი აქვს. კარტელს ეწინააღმდეგება რუსეთიც, რომელიც საერთოდ არაა ამ ორგანიზაციის წევრი და ისიც მეტ გაყიდვაზეა ორიენტირებული და არა მაინცდამაინც ძალიან მაღალ ფასზე. ამ ყველაფრის შეჯამებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისეთი გაუთვალისწინებელი მოხდეს, რომ ეს ფქატორები გადაწონის და ფასის დაბალი ნიშნული არ შენარჩუნდეს," - აცხადებს "რეზონანსთან" თარიმანაშვილი“, - განაგრძობს გამოცემა.
"ანალიტიკოსი ქართული ბაზრის ვითარებასაც აფასებს და ამბობს, რომ დღეს ფასი ბევრად მეტია, ვიდრე ის რეალურად, ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით უნდა იყოს. გააჩნია, რომელი პერიოდიდან ავიღებთ ათვლის წერტილს. სინამდვილეში, ფასის კლების ტენდენცია არ უნდა შევაფასოთ ბოლო თვეების მიხედვით. ამ პერიოდშიც კი იმაზე ორჯერ მეტად უნდა გაიაფებულიყო, ვიდრე გაიაფდა. პრობლემა არა ბოლო პერიოდის, არამედ საწყის ფასშია, რომელიც გაბერილია. ნავთობიმპორტიორები შუამავლების საშუალებით ახერხებენ, რომ შემოტანის ფასი იყოს მაღლა და ის, რასაკვირველია, განსხვავდება ოფიციალური ღირებულებისაგან. სახელმწიფო ნების შემთხვევაში, რომ ეს ე. წ. შუამავლები გამოვლინდნენ, 50 თეთრიდან 1 ლარამდეა შესაძლებეი ფასის შემცირება იმ პირობებში, რაც დღეს ნავთობინდუსტრიაშია. მათ არ აქვთ დამატებითი ხარჯები, არ უწევთ ხელისუფლების გარკვეული წარმომადგენლებისთვის თანხის გადახდა ოპერირებისათვის, არ არის რეკეტი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბიზნესი ისე აჩვენებს თავს, თითქოს ის წამგებიანია. მაგალითად, შარშან "ვისოლმა" აჩვენა 7-8 მილიონის ზარალი და წელი წაგებით რომ არ დაესრულებინა, თვითმფრინავების საწვავით უზრუნველყოფით დააბალანსა მოგებაზე. შეუძლებელია, ჩვენთან ნავთობპროდუქტების ბიზნესი იყოს წამგებიანი. შუამავლების გარდა, ხშირია კონკრეტულ ქსელებში აზერბაიჯანული საწვავის რუმინულ და იტალიურ ძვირადღირებულ საწვავად გასაღების ფაქტებიც. ასევე, "სუპერისა" და "რეგულარის" ერთი ავზიდან ჩასხმის შემთხვევები. ეს არ ეხება "ვისოლს". სხვა ბრენდულ გასამართბეზე მაქვს საუბარი. ამ ყველაფერს თუ შევაფასებთ, გამოვა, რომ ფასი , რეალურად, ბევრად მაღალია, 1 ლიტრში მოქალაქეები 3 ლარამდე იხდიან და არა ფიქსირებულ 2.30-2.50-ს", - აღნიშნა თარიმანაშვილმა "რეზონანსთან“, - წერს სტატიის ავტორი.

























