ზუგდიდიში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს

ზუგდიდიში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს

სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლები გაეცნენ. ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

პროექტში 400-ზე მეტი ბენეფიციარი, მათ შორის 183 ბავშვი, 25 შშმ პირი, 9 მარჩენალდაკარგული, 9 მრავალშვილიანი და 3 მარტოხელა დედაა ჩართული.

სოციალური სახლების მშენებლობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ექსკლუზიური პროექტია, რისთვისაც მუნიციპალიტეტს 2015 წელს სპეციალური ჯილდო გადაეცა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2015-2016-2017 წლებში 66 სახლი აშენდა.

პროექტი მომავალ წელსაც გაგრძელდება.