ხობში, პირველ მაისში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის საკვიკვინიოს უბანში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით გზის რეაბილიტაცია განხორციელდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ხობის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, პროექტის შესაბამისად 2800 მეტრ მანძილზე დაიგო ცემენტბეტონის საფარი, აშენდა ხიდბოგირები და მილ-ხიდები, მოეწყო რკინაბეტონის სანიაღვრე არხი. ინფრასტრუქტურული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1 მილიონ 307 ათას ლარს შეადგენს.
კეთილმოწყობილი გზა ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ და მერის პირველმა მოადგილემ, ვარაზ გაბედავამ დაათვალიერეს.

























