თორნიკე რიჟვაძე ბათუმის პორტთან გამართულ აქციას გამოეხმაურა

თორნიკე რიჟვაძე ბათუმის პორტთან გამართულ აქციას გამოეხმაურა

ბათუმის პორტთან გამართულ აქციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ბათუმის პორტში ახალი პროექტის განვითარების პროცესი საერთაშორისო სტანდარტებთან, ასევე ყველა ეკოლოგიურ მოთხოვნასთან იქნება შესაბამისობაში.

„ხელისუფლება და მთავრობა მოწოდებულია დაიცვას და იზრუნოს ჩვენს მოქალაქეებზე, ასევე, იზრუნოს ბიზნესზე და მერწმუნეთ, რომ ეს პროცესი იქნება შესაბამისობაში როგორც საერთაშორისო სტანდარტებთან, ასევე, ყველა იმ ეკოლოგიურ მოთხოვნასთან, რომელსაც როგორც ჩვენი, ეროვნული, ასევე, საერთაშორისო კანონმდებლობა ითვალისწინებს",- განაცხადა რიჟვაძემ.

„ტურისტულ ქალაქს ბინძურ ინდუსტრიულ ქალაქად ნუ გადააქცევთ“, -ამის შესახებ საინიციატივო ჯგუფის "ჩემი ბათუმის" წევრებმა ბათუმის პორტთან განაცხადეს.

შეკრებილებმა ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ ქიმიური ტერმინალის მშენებლობა არ უნდა მოხდეს. მათი ინფორმაციით, გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტი არ არსებობს.

აქციის მონაწილეები ტერმინალის მშენებლობის საკითხის გადაწყვეტაში საერთაშორისო სპეციალისტების ჩართულობას მოითხოვენ, ასევე ხელისუფლებას მიმართავენ. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებს აანონსებენ.