სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ორგანიზატორებმა თელავში, ერეკლე მეფის სასახლის ტერიტორია დაათვალიერეს

საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, ორგანიზატორებმა თელავში, ერეკლე მეფის სასახლის ტერიტორია დაათვალიერეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მუზეუმის დირექტორმა განუცხადა.
გურამ ურჩუხიშვილის თქმით, ცერემონია მუზეუმის ეზოში გაიმართება და მოსამზადებელი სამუშაოები შესაძლოა ხვალიდანვე დაიწყოს.
„ორგანიზატორები იყვნენ ჩამოსულები,დაათვალიერეს და შეისწავლეს სასახლის მიმდებარე ლანდშაფტი, ეზო, როგორც აღმოსავლეთით, ასევე დასავლეთით. ინაუგურაციამდე დრო იმდენად ცოტაა, სამუშაო ჯგუფებმა მზადება შესაძლოა, ხვალიდანვე დაიწყონ. ბუნებრივია, ცერემონია ეზოში გაიმართება", - განაცხადა თელავის მუზეუმის დირექტორმა გურამ ურჩუხიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, თელავში გაიმართება. ღონისძიების რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი იქნება.

























