რუსთავში, ბუნებრივი აირით ოთხი ადამიანი მოიწამლა

რუსთავში, ბუნებრივი აირით ოთხი ადამიანი მოიწამლა. შემთხვევა დღეს, მე-20 მიკრორაიონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადები, საპატრულო პოლიცია და ,,სოკარ-ჯორჯია გაზის" ტექნიკური ჯგუფი.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ერთი პირი კლინიკა ,,რუსთავში" გადაიყვანა, სამი კი, ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში მოათავსეს.

























