სოფელ ქვემო ბოდბეში სუპერმარკეტი გაქურდეს

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ბოდბეში წუხელ სუპერმარკეტი გაქურდეს. მეპატრონემ მომხდარის შესახებ დილით შეიტყო, როდესაც მაღაზიის მინები ჩამსხვრეული დახვდა.
მარკეტში საკვები პროდუქტი და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთებიც იყიდება. წინასწარი ინფორმაციით, საჩუქრების სექციიდან წაღებულია ნივთები, ასევე მოპარულია სიგარეტი და ფული.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

























