30-მდე ოჯახი, რომელმაც ბათუმში, ყოფილი სამხედრო ბაზის შენობა დაიკავა, სამართალდამცველებმა გამოასახლეს

30-მდე ოჯახი, რომელმაც ბათუმში, ყოფილი სამხედრო ბაზის შენობა დაიკავა, სამართალდამცველებმა გამოასახლეს

ბათუმში, ე.წ. ბარცხანის დასახლებაში, წუხელ 30-მდე ოჯახმა ყოფილი სამხედრო ბაზის შენობა დაიკავა. როგორც მოქალაქეებმა განაცხადეს, მათ საცხოვრებელი ფართები არ გააჩნიათ და სოციალურად დაუცველები არიან. ისინი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

მოგვიანებით, აღნიშნული მოქალაქეები სამართალდამცავებმა გამოასახლეს. აჭარის მთავრობაში კი აცხადებენ, რომ მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია აქვთ და მათი ინდივიდუალური შესწავლა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულმა მოქალაქეებმა ე.წ. ბარცხანის დასახლებაში ყოფილი სამხედრო ბაზის შენობის დაკავება ადრეც სცადეს.