ზუგდიდში, საცხოვრებელ სახლში შუა ხნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ზუგდიდში, საცხოვრებელ სახლში შუა ხნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ზუგდიდში, ხორავას ქუჩაზე შუა ხნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილის მეზობლის ინფორმაციით, მას ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. შს სამინისტროში გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით, ცხედარი საცხოვრებელ სახლში იპოვეს და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.