გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს 4 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 დეკემბერს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ზაჰესში, ავჭალაში, სოფელ დიღომში, დიდ დიღომში, მცხეთის რაიონის სოფლებში მისაქციელი, ჩილიპირები, საგურამო და მიმდებარე სოფლებში, 12:00 საათიდან 14:00 საათამდე ყაზბეგის რაიონის სოფლებში ცდო, სტეფანწმინდა, გველეთი და მიმდებარე სოფლებში, 12:00 საათიდან 14:00 საათამდე დუშეთის რაიონის სოფლებში ხადა, წკერე, ჯაღმიანი, კაიშაური და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

























