ხაშურში შშმ პირთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, ხაშურში ბავშვთა გასართობ ცენტრ kinder land- ში შშმ ბავშვთა დღის ცენტრის ბენეფიციარებისთვის სპეციალური ღონისძიება გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
ღონისძიებას ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილი, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათ დღის ცენტრის ბენეფიციარებს სიმბოლური საჩუქარი გადასცეს და მათივე მშობლების თანხმობით, სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
„ყოველ 3 დეკემბერს მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს - შშმ ადამიანების უფლებების, თანასწორობის, ღირსების პატივსაცემად. ხაშურის მუნიციპალიტეტში შშმ პირთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა უკვე ტრადიციად იქცა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

























