ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს გაზმომარაგება შეუწყდება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს გაზმომარაგება შეუწყდება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებს ახალსოფელი და ჭარნალი 3 დეკემბრის დილის 07:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება. ინფორმაციას ამის შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი, გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოები გახდა. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 3 დეკემბრის 17:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.

„კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი" ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ „სოკარ ჯორჯია გაზი"-ს ცხელ ხაზზე: 16 114 ან ეწვიეთ ვებ-პორტალს www.mygas.ge“,- ნათქვამია განცხადებაში.