გიორგი გახარია სამეგრელოში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს პირადად ეცნობა

ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია სამეგრელოში იმყოფება, სადაც სტიქიისგან მიყენებულ ზარალს პირადად ეცნობა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს, გახარია უკვე იმყოფებოდა სენაკში, დევნილთა დასახლებაში, სადაც მოსახლეობას ძლიერი ქარისგან მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.
გახარიასთან ერთად, სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ხვდებიან.
ვიცე-პრემიერი სამეგრელოში სტიქიის ყველა ლოკაციას პირადად მოინახულებს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთში ძლიერმა ქარმა დააზიანა ავტომანქანები, შენობებს გადახადა სახურავები და წააქცია 44 ხე, ასევე დაზიანებულია ელექტროსადენები.

























