ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა ქარისგან მოგლეჯილი ხეებისგან ბაღის გაწმენდა დაიწყო

ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა ქარისგან მოგლეჯილი ხეებისგან ბაღის გაწმენდა დაიწყო

სტიქიამ ქუთაისი გუშინ ღამითაც დააზარალა. მთელი ღამის განმავლობაში ძლიერი ქარის გამო ქალაქის ცენტრალურ ბაღში სამი ასწლოვანი ხე წაიქცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაზიანებულა, რადგანაც საპატრულო პოლიციას ბაღი სპეციალური ლენტით ჰქონდა შემოსაზღვრული, სადაც ადამიანების გადაადგილება იკრძალებოდა.

ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა დღეს დილიდან ქარისგან მოგლეჯილი ხეებისგან ბაღის გაწმენდა დაიწყო. ამასთან როგორც „ინტერპრესნიუსს“ კეთილმოწყობის სამსახურში განუცხადეს, წუხელ სტიქიამ ასევე დააზიანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოსა და მე-6 საჯარო სკოლის შენობები.

ამ დროისათვის ქუთაისში ქარის სიმძლავრემ იკლო.