რუსთავში ბუნებრივი აირით დედა-შვილი მოიწამლა

რუსთავში, 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩაზე, ბუნებრივი აირით დედა-შვილი მოიწამლა. ახალგაზრდა ქალმა მსუბუქი ინტოქსიკაცია მიიღო. მას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დახმარება ადგილზე აღმოუჩინა, 9 წლის ბიჭი კი ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოშია ჰოსპიტალიზებული. ექიმების განცხადებით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
ორი დღის წინ რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შემთხვევა ფატალურად დასრულდა. 61 წლის ქალი მეზობლებმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი ნახეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 240-ე მუხლითაა დაწყებული, რაც თბოელექტრო, ნავთობის ან გაზის დანადგარებზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

























