ანონსი 9 ნოემბერი

ანონსი  9 ნოემბერი

9 ნოემბერს, 09:00 საათზე, სასტუმრო „ბესტ ვესტერნ აპარტ ჰოტელის“ საკონფერენციო დარბაზში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, „საქართველოს ბავშვთა ნევროლოგიისა და ქცევითი დარღვევების ასოციაციისა“ და „ევროპის პედიატრიული ნევროლოგიური საზოგადოების“ ორგანიზებით, ბავშვთა ნევროლოგიაში მე-3 კავკასიური კურსი ჩატარდება.

თემა: ეპილეფსია.

მის.: აფაქიძის ქ. #11

9 ნოემბერს, 10:30 საათზე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართება.

მის.: ბოჭორმის ქ. #12

საკონტაქტო პირი ქეთევან ლაცაბიძე - 555 22 30 04

9 ნოემბერს, 11:00 საათზე, საქალაქო სასამართლოში 26 მაისის აქციის საქმის განხილვა გაიმართება.

9 ნოემბერს, 11:00 საათზე, გაერთიანებული ოპოზიცია " ძალა ერთობაშიას" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკოლოზ ვაშაკიძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: ე.წ საოკუპაციო ხაზის გადმოწევა.

მის: ჭავჭავაძის #29

საკონტაქო პირი თამარა ჯინჭარაძე - 551662525

9 ნოემბერს, 11:00 საათზე, ამერიკული ორგანიზაცია კატონის უნივერსიტეტის ექსპერტი, პოლიტოლოგი ანდრეი ილარიონოვი, ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე და ანალიტიკოსი ნოდარ ხარშილაძე, „პირველი რადიოს“ პრესკლუბში ბრიფინგს გამართავენ.

თემა: რუსული ოკუპაცია. 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენები.

9 ნოემბერს, 11:00 საათზე, „დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, სეისმოლოგი თეა გოდოლაძე „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: გახშირებული მიწისძვრა საქართველოში - 5 ბიძგი 24 საათში და გარდამავალ სეზონთან დაკავშირებით არსებული მიწისძვრის საფრთხე.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

9 ნოემბერს, 11:00 საათზე, იმერეთის ახალი ამბების სააგენტოს, topnews.com.ge-ს პრესკლუბში, ქუთაისის ყოფილი მერი შოთა მურღულია სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.

მის.: ქუთაისი, დუმბაძის #4

საკონტაქტო პირი ირაკლი ვაჩიბერაძე - 598 98 49 50

9 ნოემბერს, 11:30 საათზე, გაერთიანებული ოპოზიცია " ძალა ერთობაშიას" წევრები, თეონა ჭალიძე და სერგო ჩიხლაძე ბრიფინგს გამართავენ.

თემა: ორმაგი სტანდარტი წინასაარჩევნო პერიოდში. რეალურად, რას ჰპირდება მთავრობა სოციალურად დაუცველებს.

მის.: ჭავჭავაძის #29

საკონტაქტო ტელ.: 551662525

9 ნოემბერს, 11:30 საათზე, ე.წ. ძველი გვარდიელები, ცნობილი ფეხბურთელები მანუჩარ მაჩაიძე და რევაზ ძოძუაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებენ.

თემა: შეხვედრა „ქართული ოცნების“ ოფისში და რა ვალდებულება აიღეს ვეტერანმა ფეხბურთელებმა საკუთარ თავზე.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

9 ნოემბერს, 12:00-დან 17:00 საათამდე, სასტუმრო Costé-ში 68 ახლად არჩეული „ახალგაზრდა ევროპელი ელჩი“ ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს შეხვდება და მოხდება სერტიფიკატების გადაცემა ჩატარებული აქტივობებიდან გამომდინარე.

მის.: მერაბ კოსტავას 43-45. მედიის წარმომადგენლებსა და მონაწილეებს რეგისტრაციის გავლის საშუალება ექნებათ 12:00-12:30 საათებში.

9 ნოემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N221

9 ნოემბერს, 12:00 საათზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ თბილისის ოფისში პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „ნაბიჯები დემოკრატიული მმართველობისკენ: პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება გადაუდებელ რეფორმებს მოითხოვს“, ხელისუფლების მისამართით რეფორმების საჭიროებაზე კონკრეტული რეკომენდაციების წარდგენა.

მის.: დავით აღმაშენებლის #61

9 ნოემბერს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პარლამენტის ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარის, გიორგი ლომიას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: საპრეზიდენტო არჩევნები და „პატრიოტთა ალიანსის“ პოზიცია მეორე ტურისთვის; ფრაქციის რეზოლუცია ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ.

მის: აკაკი წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

9 ნოემბერს, 13:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: საპრეზიდენტო არჩევნები. მმართველი გუნდის სტრატეგია მეორე ტურისთვის. ბიძინა ივანიშვილის მიმართვა. მიმდინარე პროცესები.

მის: აკაკი წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

9 ნოემბერს, 14:00 საათზე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N534

9 ნოემბერს, 14:00 საათზე, ბავშვთა ქალაქ “მზიურში”, თბილისის მერია და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო პროექტის - "განახლებული მზიური" პრეზენტაციას გამართავს.

საკონტაქტო პირი: ნათია 595 335 040

9 ნოემბერს, 15:00 საათზე, მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში საზეიმო სხდომა გაიმართება, რომელსაც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე გახსნის.

მის.: რუსთაველის გამზ. #52; მე-5 სართულის სხდომათა დარბაზი.

9 ნოემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მეცნიერებათა აკადემია და კომპანია “ლემონდუ” ინფორმატიკის ოლიმპიადაზე გამარჯვებულ სტუდენტებთან და მათ მასწავლებლებთან შეხვედრას გამართავს, რომელიც „მსოფლიო მეცნიერების დღეს“ (10 ნოემბერს აღინიშნება) ეძღვნება.

მის.: რუსთაველის გამზ. #52, მე-3 სართული (მეცნიერებათა აკადემიის შენობა)

საკონტაქტო პირი გია ჯაფარიძე - 599 454915

9 ნოემბერს, 17:00 საათზე, თურქეთის საელჩო საქართველოში ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში აწყობს მუსტაფა ქემალ ათათურქის გარდაცვალების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენას, სადაც მიწვეული არიან საქართველოს ოფიციალური უწყებები, დიპლომატიური კორპუსი და თურქული თემის წარმომადგენლები.

9 ნოემბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო „რედისონში“ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ირაკლი კოვზანაძის წიგნის - Global Economy: Post-Crisis to Sustainable Development (“გლობალური ეკონომიკა: პოსტ კრიზისიდან მდგრად განვითარებამდე“) პრეზენტაცია გაიმართება.

9 ნოემბერს, 18:00 საათზე, სასტუმრო ჰუალინგში, ეტლით მოსარგებლეთა ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშების გახსნის ცერემონია გაიმართება. გათამაშებაში მონაწილეობას 45 ქვეყნის 500-მდე წარმომადგენელი მიიღებს. ცერემონიალს დაესწრებიან საერთაშორისო პარალიმპური კომიტეტის პრეზიდენტი ენდრიუ პარსონსი და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები.

საკონტაქტო პირი ნინო მეუნარგია - 599874774

9 ნოემბერს, 18:00 საათზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში, ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ყურბან საიდის რომანის მიხედვით შექმნილ სპექტაკლს „ალი და ნინო“ წარადგენს. სპექტაკლი საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ეძღვნება.

9 ნოემბერს, 20.00 საათზე, სასტუმრო "ბილტმორში", პროფესიული განათლების ეროვნული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან. 4 გამარჯვებული სასწავლო პროგრამით გერმანიაში გაემგზავრება.

საკონტაქტო პირი გიორგი კოპალეიშვილი - 595 298989

8989