ანონსი 5 ნოემბერი

5 ნოემბერს, 09:30 საათზე, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში, USAID-ის კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროგრამა - PROLoG და ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტი - EU4Justice გამართავენ საერთაშორისო კონფერენციას “ქალ მოსამართლეთა როლი სასამართლო სისტემაში”. კონფერენციას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.
საკონტაქტო პირები: ნათია ქანთარია - 555 633 543, ქეთევან ლაცაბიძე - 555 223 004
5 ნოემბერს, 10:00 საათზე სასტუმრო ,,ბილტმორში“, პროფესიული განვითარების კვირეული ყოველწლიური საერთაშორისო კონფრენციით -,,ინვესტირება ადამიანურ კაპიტალში“ გაიხსნება. კონფერენციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეტ რუდი და „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე გახსნიან. 5 ნოემბერს, 10:00 საათზე, ორგანიზაციის - „საქართველოს მწვანეები - დედამიწის მეგობრები“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე და ბიომრავალფეროვნების მიმართულების ექსპერტი მარინა ჟორდანია „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: ეროვნული პარკის შექმნის ინიციატივა სამეგრელოს მაღალმთიანეთში.
მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565
5 ნოემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო “ბილტმორში“, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში საერთაშორისო კონფერენციას - “ინვესტირება ადამიანურ კაპიტალში“ დაესწრება, რომელიც აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა და ფონდის ორგანიზებით იმართება. კონფერენცია პროფესიული განათლების კვირეულის Week of Skills 2018 ფარგლებში იმართება.
5 ნოემბერს, 10:30 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გედევან ფოფხაძე „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.
მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565
5 ნოემბერს, 11:00 საათზე, “ევროპული საქართველოს” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი პარტიის ოფისში ბრიფინგს გამართავს.
თემა: პენსიის მატების საკითხი
მის: გულიას #1 საკონტაქტო პირი მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08
5 ნოემბერს, 11:00 საათზე, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი და ბიზნესმენი, რამაზ ახვლედიანი, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან სპეციალურ განცხადებას გააკეთებენ და შალვა თადუმაძეს განცხადებით მიმართავენ.
თემა: ლისის ტბის წართმევის საქმე და მიზეზები, რის გამოც პროკურატურა ბიზნესმენს დაზარალებულად არ ცნობს.
მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N24
საკონტაქტო ტელ.: 599 291202
5 ნოემბერს, 11:00 საათზე, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, "პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის დირექტორი", პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.
თემა: არჩევნების შედეგები; ამომრჩეველთა პასიურობა; რაზეა დამოკიდებული მოსახლეობის საარჩევნო უბნებში მისვლა, მეორე ტური და საფრთხეები.
მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565
5 ნოემბერს, 11:00 საათზე, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, კერძო პირებისგან საცხოვრებელი ფართების შესყიდვის წესის განმახორციელებელი კომისიის პირველი სხდომა გაიმართება, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრება.
მის.: წერეთლის გამზ. #144, ჯანდაცვის სამინისტრო
საკონტაქტო პირი სალომე გოგინაშვილი - 558 24 07 70
5 ნოემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „ქართული ოცნების“ წევრის, ვახტანგ შაქარიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: საპრეზიდენტო არჩევნები. მმართველი გუნდის სტრატეგია მეორე ტურისთვის.
მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49
საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24
5 ნოემბერს, 11:00 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)
5 ნოემბერს, 11:30 საათზე, საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი საქართველოს მთავარ პროკურატურაში განცხადებას შეიტანს.
თემა: „შაბათის კურიერში“ გასული სიუჟეტი, სადაც საუბარია შსს-ს მაღალი თანამდებობის პირის და მისი ოჯახის წევრის მიერ მითვისებულ საბიუჯეტო სახსრებზე, ბიზნეს რეკეტზე, წილებზე, შავ ბუღალტერიაზე და ქურდულ სამყაროსთან კავშირზე.
5 ნოემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და კომიტეტის წევრები ტაჯიკეთის რესპუბლიკაში ამერიკის იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდებიან.
თემა: ანტიკორუფციულ სფეროში სისხლის სამართლის კანონმდებლობის მიმართულებით გატარებული რეფორმა და კომიტეტის საქმიანობის გაცნობა.
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N314 (C კორპუსი, III სართული)
5 ნოემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალი მარეკ კუხჩინსკი და პოლონეთის დელეგაცია ეწვევა.
ჩამოსვლა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში
5 ნოემბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)
5 ნოემბერს, 15.00 საათზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში „გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის“ სხდომა გაიმართება, რომელსაც მინისტრი მაია ცქიტიშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, კომისიის სხვა წევრები დაესწრებიან.
მის. ალ. ყაზბეგის გამზირი #12.
5 ნოემბერს, 16:30 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში პროექტის “სწრაფი მიმოხილვების დანერგვა ჯანდაცვის პოლიტიკის შემუშავების პროცესში“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართება.
მის.:თბილისი, საქართველოს პარლამენტი, ოთახი N307 (A კორპუსი, III სართული)
5 ნოემბერს, 16:30 საათზე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალს მარეკ კუხჩინსკის შეხვდება.
თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)
5 ნოემბერს, 17:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) ახალ წარმომადგენელს საქართველოში დოქტორ, ღასან ხალილს შეხვდება.
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N314 (C კორპუსი, III სართული)
5 ნოემბერს, 17:15 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალი მარეკ კუხჩინსკი საქართველოსა და პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეის წესდებას მოაწერენ ხელს.
თბილისი, შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, 0 სართული)
5 ნოემბერს, 17:25 საათზე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალი მარეკ კუხჩინსკი პრესისათვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.
თბილისი, შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, 0 სართული)
5 ნოემბერს, 18:00 საათზე, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჰენრიხ ჰრინევსკის სახელობის ხელოვნების და პოლონური ლიტერატურის დარბაზი გაიხსნება. დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალის მარეკ კუხჩინსკის სიტყვით გამოსვლა.
მის.: გუდიაშვილის ქ. №7
5 ნოემბერს, 18:00 საათზე, თავისუფალ თეატრში მაია კახიძის პოეტური კრებულის - „შენა ხარ ჩემი ახლაც და მერეც“ და ნოველების - „ქალიგულას“ წარდგენა გაიმართება.
5 ნოემბერს, 18:30 საათზე პოეტ ზაზა ბიბილაშვილის ლექსების ახალი კრებულის - „ფაზლის“ წარდგენა გაიმართება.
მის.: თბილისი, მაჩაბლის ქ. #13, საქართველოს მწერალთა სახლი
5 ნოემბერს, 19:00 საათზე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის მარშალი მარეკ კუხჩინსკი პოლონური ინსტიტუტის გახსნისადმი მიძღვნილ მიღებაზე სიტყვით გამოსვლენ.
თბილისი, პარლამენტის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, 0 სართული)
5 ნოემბერს, 18:00 საათზე, თავისუფალ თეატრში მაია კახიძის პოეტური კრებულის - „შენა ხარ ჩემი ახლაც და მერეც“ და ნოველების - „ქალიგულას“ წარდგენა გაიმართება.

























