ანონსი 3 ნოემბერი

3 ნოემბერს, 10:00-დან 14:00 საათამდე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრ "ვივა-მედში’’ (ყოფილი "ლანცეტი’’) ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის საქველმოქმედო აქცია გაიმართება. კლინიკის ექიმი-თერაპევტები ბენეფიციარებს უფასო სამედიცინო მომსახურებას გაუწევენ.
მის.: აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
3 ნოემბერს, 12:00 საათზე, ბოტანიკურ ბაღში ყვავილების გამოფენა გაიმართება.
საკონტაქტო პირი გიორგი თარხნიშვილი - 593 955 335
3 ნოემბერს, 12:00 საათზე, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია: "ბავშვთა და მოზარდთა მედიცინა - XI" და "I სამეცნიერო კონფერენცია პირველად იმუნოდეფიციტებზე" გაიმართება.
მის.: ვაჟა-ფშაველას გამზ. #33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, I სართული, სადისერტაციო დარბაზი
საკონტაქტო პირი ნინო ქურდაძე 558 548 548
3 ნოემბერს, 14:00 საათზე, ექსპო ჯორჯიას მესამე პავილიონში „საქართველოს ბანკის“ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონია გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს ბანკისა და საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის წარმომადგენლები, მიწვეული სტუმრები.
მის.: ა.წერეთლის გამზ. #118
3 ნოემბერს, 19:00 საათზე, ქუთაისში თეთრი ხიდი გაიხსნება.

























