ანონსი 2 ნოემბერი

ანონსი  2 ნოემბერი

2 ნოემბერს, 10:30 საათზე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართება.

მის.: ბოჭორმის ქ. #12

საკონტაქტო პირი ქეთევან ლაცაბიძე - 555 22 30 04

2 ნოემბერს 11:00 საათზე, საიას თავმჯდომარე სულხან სალაძე, იურისტები კახა კოჟორიძე და მაია მწარიაშვილი საგანგებო განცხადებას გააკეთებენ.

თემა: „წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ყველაზე დიდი ბიზნესი, რომელსაც მოქმედი ხელისუფლება არ აბრუნებს.

მის.: თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის ქ. #191

საკონტაქტო პირი ლევან ქათამაძე - 577 07 05 00

2 ნოემბერს, 11:00 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზაზა პაპუაშვილი „მედიცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: მმართველი გუნდის სტრატეგია არჩევნების მეორე ტურში; დაშვებული შეცდომები; საკადრო ცვლილებების საჭიროება და რას ითვალისწინებს საყოველთაო მობილიზაცია.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

2 ნოემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ფოტოგრაფების, გიორგი აბდალაძისა და ნათია გედენიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ფოტოგრაფების საქმე და გრიგოლ ვაშაძის განცხადება.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

2 ნოემბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის” საქართველოში წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: საპრეზიდენტო არჩევნები, მეორე ტური. ჩაერთვება თუ არა ირაკლი შიხიაშვილი მეორე ტურის წინ საზოგადოების მობილიზებისთვის კამპანიაში.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

2 ნოემბერს, 11:30 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ვიქტორ ჯაფარიძე „მედიცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: არჩევნების შედეგების მიზეზები და სვანეთის მოსახლეობის გზავნილები.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

2 ნოემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს სახალხო დამცველი კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის წევრი უნივერსიტეტების სტუდენტებს შეხვდება.

მის.: ირინა ენუქიძის ქ. N3, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

2 ნოემბერს, 13:30 საათზე, მამა გაბრიელის ხსენების დღეს, ხელოვნების მუზეუმის წინ მდებარე სამლოცველოსთან შეიკრიბება მრევლი, საიდანაც სალიტანიო ანჩისხატს ლოცვითი სვლით წააბრძანებენ მამა გაბრიელის სახლში, მისსავე აგებულ ტაძარში, სადაც აღევლინება სავედრებელი პარაკლისი. საკონტაქტო პირი ზაზა ნანობაშვილი - 555 39 99 23; 593 52 53 88

2 ნოემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა ჩატარდება, რომლის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბრიფინგს გამართავს.

მის.: ინგოროყვას ქ. #7

2 ნოემბერს, 15:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტების წარმომადგენელთა შეხვედრა შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

თემა: „2019 წლის ბიუჯეტის პროექტში შშმ პირთა საჭიროებების გათვალისწინება“.

თბილისი, ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, ოთახი N311)

2 ნოემბერს 17:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდება მეორე ლექცია "ძუძუს კიბოს წინასწარგანწყობა, გენეტიკური ტესტირება და ოჯახის წევრთა მენეჯმენტი". ლექციას წაიკითხავს თსსუ-ის ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი ირაკლი კოხრეიძე.

მის.: ვაჟა-ფშაველას N33, თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის “საბჭოების დარბაზი”.

საკონტაქტო პირი ლიზა ერქომაიშვილი - 595746440

2 ნოემბერს, 19.00 საათზე, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში საავტორო თოჯინების მე-2 საერთაშორისო ფესტივალი «ArtDoll Tbilisi» ოფიციალური გახსნა გაიმართება.

მის. რუსთაველის გამზ. №27.